25.11.2024 | 01:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ჩამოშლილი სახელმწიფო სტრუქტურები და არაკეთილსინდისიერი გზებით გასხვისებული შენობები [ვიდეო]

ამორტიზებული შენობა გურჯაანის სოფელ კარდენახში  და ჰაერში გადაყრილი 45 000 ლარი.  უფუნქციოდ დარჩენილ შენობაში ალექსანდრე გუგეშაშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ცენტრის გახსნას გეგმავდა, თუმცა ინვისტიციის განხორციელების მიუხედავად მუნიციპალიტეტის მერიამ საიჯარო ხელშეკრულება არ გაუხანგრძლივა,  შენობა  კი აუქციონის წესით გაასხვისა.

 

დაწყებითი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც 2016 წლის მონაცემებით ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე აღირიცხებოდა, მოქალაქე ალექსანდრე გუგეშაშვილის მოთხოვნის საუძველზე ადგილობრივი ანუ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილებაში გადავიდა, ამავე მოთხოვნის თანახმად ადგილობრივმა მერიამ ალექსანდრე გუგეშაშვილს 2 წლიანი უზუფრუქტი გაუფორმა, რაც გულისხმობს უსასყიდლო უფლებამოსილებას სხვისი ქონებისა და მისი შემოსავლით სარგებლობის პირობას გარკვეული ვადით.  2 წელი,  გუგეშაშვილმა ამორტიზებული შენობის რეაბილიტაციისთვის მოითხოვა, წარმატებით გამოიყენა,  საკუტარი სახსრებიდან 20 000 ლარიანი ვალდებულების ნაცვლად გაორმაგებული 45 000 ლარი გახარჯა და მაშინ, როცა უკვე ხელისულებისგან საიჯარო ხელშეკრულებას ელოდებოდა, მუნიციპალიტეტის მერიამ მის მიერ რეაბილიტირებულ შენობაზე აუქციონი გამოაცხადა.

 

საქმეში არსებობს არაერთი დოკუმენტი, რომელიც ცხადყობს, რომ „აიპ კოპალას“ დამუძნებელს იგივე ალექსანდრე გუგეშაშვილს, ბავშვთა დღის ცენტრის ამოქმედების სრული გეგმა გააჩნდა, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით შედგენილი იყო იმ ბენეფიციარების სია, რომლებიც უახლოეს მომავალში „ კოპალას“ პირველი აღსაზრდელები უნდა ყოილიყვნენ. პროცესებში   ჩართული იყო მღვდელმონაზონი ილია ჭოველიძე, რომლის კურთხევითაც 2016 წელს შენობა საზეიმოდ გაიხსნა.

 

„ობიექტივის ნამდვილი ამბები“ დაინტერესდა რა პასუხი ჰქონდა მომხდარზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერს. კითხვაზე, ვინ აუნაზღაურებს გუგეშაშვილს გახარჯულ 45 000 ლარს და რამ განაპირობა შენობაზე აუქცინონის გამოცხადება, შემდეგი პასუხი მივიღეთ, რომ ალექსანდრე გუგეშაშვილმა ვერ გამოიყენა უზურფრუქტით განსაზღვრული დრო, ვერ მოიძია ბენეფიცირები და ვერ შეასრულა ვალდებულება, რომელიც მერის წინაშე გააჩნდა. მერმა რჩევის სახით ისიც გვითხრა, რომ ვერ მოვიძიებდით დოკუმენტს რომელიც საპირისპიროს ამტკიცებდა.

 

დოკუმენტი, რომელზეც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი საუბრობს, აუდიტის დასკვნაა, რომელიც საქმეში დევს და სადაც ნათლად ჩანს 2016 2017 წლებში ალექსანდრე გუგეშაშვილის მიერ პირნათლად შესრულებული ვალდებულება. მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ამ განაცხადის შემდეგ, რის შეუსრულებლობას ედავებიან ალექსანდრე გუგეშაშვილს ვეღარ გვიპასუხა.  როგორც ალექსანდრე გუგეშაშვილის იურისტი განმარტავს, სახელწმიფომ და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ  დაზარალელუბულის მიმართ არაერთი უფლება დაარღვიეს. 

დღის გადაცემები