დღის სიახლეები
ჩეხეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინამ ბირთვულის გარდა ყველა იარაღი უნდა მიიღოს
უკრაინამ ბირთვულის გარდა ყველა იარაღი უნდა მიიღოს. ამის შესახებ ჩეხეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პეტრ პაველმა AFP-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინისადმი რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად სამხედრო დახმარებაში "არანაირი შეზღუდვები" არ უნდა იყოს და დასავლეთმა უკრაინას ბირთვულის გარდა შეიარაღების ყველა სახეობა უნდა მიაწოდოს.
"რაც შეეხება ჩვეულებრივ შეიარაღებას, მე მართლა ვერ ვხედავ მიზეზებს რამე შეზღუდვებისთვის. უკრაინას არ შეუძლია ასეთ ძლიერ მტერთან დაჯავშნილი ტექნოლოგიების, უპილოტო საფრენი აპარატების, არტილერიის, შორი მოქმედების რაკეტებისა და, შესაძლოა, ზებგერითი თვითმფრინავების გარეშე იბრძოლოს", - თქვა პაველმა.
ცნობისთვის, პეტრ პაველის ინაუგურაცია 2023 წლის 9 მარტისთვის არის
მსგავსი
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
22.11.2022 / 14:15
თუ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს მიაწვდის, ისრაელი უკრაინას იარაღით დაეხმარება
17.11.2022 / 14:25
იენს სტოლტენბერგი: "უკრაინაში ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება"
დღის გადაცემები