დღის სიახლეები
ჩვენ უნდა გამოვფხიზლდეთ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ - ესაა ჩვენი მოწოდება!
"პატრიოტთა ალიანსის" მასშტაბურ აქციამდე ერთი დღით ადრე ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალის წარმომადგენლებმა მოსახლეობას საგანგებო ბრიფინგის საშუალებით მიმართეს.
"პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ვაკის ოლქში ნანა დევდარიანმა იმ პროცესებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში დღეს მიმდინარეობს. მისი თქმით, თვალსაჩინოა ხელისუფლების ჩანაცვლების მცდელობის პროცესი, რომელსაც ხელს "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" უწყობენ.
სწორედ ამიტომ "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები საზოგადოებას მოუწოდებენ, ხვალ, 3 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე, 17:00 საათზე მივიდნენ და მოსალოდნელი გაყალბება გააპროტესტონ.
მსგავსი
დღის გადაცემები