24.11.2024 | 19:58
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ჩავიდა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში ჩავიდა. 

"ვან ი რუსულ მხარესთან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობების განვითარების, ასევე ორმხრივი ინტერესის საერთაშორისო და რეგიონალური აქტუალური საკითხების შესახებ აზრებს გაცვლის", - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.

ჩინეთის პირველი დიპლომატის ვიზიტი მოსკოვში 20-21 თებერვალს გაგრძელდება.

ოფიციალური შეხვედრების შესახებ დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას, ვან იმ განაცხადა, რომ ჩინეთს აქვს სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების წლისთავამდე გამოქვეყნდება.

დღის გადაცემები