დღის სიახლეები
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს ესაუბრა
ჩინეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს უკრაინის "კრიზისის" საკითხზე ესაუბრა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო უწყებამ განაცხადა.
ოფიციალური პეკინი აღნიშნავს, რომ ორივე მხარემ უკრაინის "კრიზისთან" დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცინ განმა უკრაინაში "კრიზისის" მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, ცინ განმა და სერგეი ლავროვმა აღნიშნეს, რომ მიუღებელია ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი სატელიტების გლობალურ საქმეებში ჰეგემონიის დამყარების პოლიტიკა.
მსგავსი
03.03.2023 / 11:26
რუსეთში საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნისთვის ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
28.11.2022 / 17:12
რუსეთის დუმის სპიკერი: "აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია"
17.11.2022 / 14:25
იენს სტოლტენბერგი: "უკრაინაში ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება"
დღის გადაცემები