დღის სიახლეები
ჩინეთის ქარხანაში ხანძარს 36 ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთში, ჰენანის პროვინციის ქალაქ ანიანში მდებარე ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ხანძრის ლიკვიდაციას ოთხი საათი დასჭირდა.
ჯერჯერობით გაურკვეველია, რამ გამოიწვია ხანძარი, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ მომხდარის გამო "დანაშაულში ეჭვმიტანილები" დააკავეს.
ქარხნის მფლობელი კომპანიის, Kaixinda Trading-ის ონლაინ სიაში აღნიშნულია, რომ ის არის საბითუმო საწარმო, რომელიც ვაჭრობს სამრეწველო საქონლითა და "სპეციალიზებულ ქიმიკატებით".
სახელმწიფო მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე 200-ზე მეტი მაშველი და 60 მეხანძრე მუშაობდა.
მსგავსი
დღის გადაცემები