დღის სიახლეები
ჩინეთმა ქვეყანაში ბი-ბი-სის მაუწყებლობა აკრძალა [ვიდეო]
ჩინეთმა ქვეყანაში ბი-ბი-სის მაუწყებლობა აკრძალა. ამის შესახებ ჩინეთის რადიოსა და ტელევიზიის მარეგულირებელმა ორგანომ განაცხადა. თავად ბი-ბი-სის ინფორმაციით, ჩინეთი ბრიტანულ მაუწყებელს კორონავირუსისა და უიღურების დევნის თემებზე მომზადებული მასალების გამო აკრიტიკებდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ისინი ჩინეთის მიერ მაუწყებლობის აკრძალვის შესახებ ამ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული არიან. ფაქტს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დომინიკ რააბიც გამოეხმაურა და აღნიშნულ ნაბიჯს ”მედიის თავისუფლების მიუღებელი შეზღუდვა” უწოდა. მანამდე ბრიტანულმა მარეგულირებელმა „ჩინეთის გლობალურ სატელევიზიო ქსელს“ ლიცენზია შეუჩერა მას შემდეგ, რაც დაადგინა, რომ ტელეარხის ლიცენზიას „სტარ ჩაინა მედია” უსამართლოდ ფლობდა.
მსგავსი
დღის გადაცემები