ბრიუსელში ნატოს მინისტერიალის მეორე პანელი მიმდინარეობს, სადაც ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ირკვევა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ომში მყოფ უკრაინას ახალ დახმარებას გაუწევს. ალიანსი ევროპის ყველაზე დიდ სახემწიფოს იარაღით დაეხმარება. სანამ დასავლეთი უკრაინას შეიარაღებით და ფინანსური სანქციებით ეხხმარება ოფიციალური მოსკოვი ზელენსკის მთავრობას ახალ ბრალდებებს უყენებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ხელშეკრულებაში რომელიც გასულ კვირას მხარეებს შორის სტამბოლში დაიდო რიგი შესწორებებია შეტანილი. ლავროვის მტკიცებით, დოკუმენტში შეტანილი ცვლილებები მთავარ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამასთან მოსკოვში აქტიურად მიმდიანრეობს მსჯელობა იმ გზების მოძიებასთან დაკავშირებით, რომლებიც რუს ბიზნესმენებსა და მოქალაქეებს იმ ვითარებას შეუმსუბუქებს, რომელიც მათ ფინანსური სანქციების შემდეგ შეექმნათ.
დღის სიახლეები
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ომში მყოფ უკრაინას იარაღით დაეხმარება [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები