„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ამერიკული სანქციების გარესე დასრულდება. ამის შესახებ ოფიციალური ვაშინგტონი და ბერლინი შეთანხმდნენ. აშშ-მა აღიარა, რომ რუსული გაზსადენის წინააღმდეგ სანქციები კონტრპროდუქტიული იქნება. გერმანიამ კი პირობა დადო, რომ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტს ხელს შეუწყობს ახალი გაზსადენის ამოქმედების მიუხედავად. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ბალტიის ზღვით რუსული ბუნებრივი აირის დასავლეთ ევროპისთვის მიწოდებას გულისხმობს. უკრაინის ხელისუფლება პროექტს აპროტესტებს. კიევში ფიქრობენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი2-ის“ ამოქმედების შემდეგ მოსკოვი 2024 წლის შემდეგ აღარ გააგრძელებს ხელშეკრულებას, რომელიც ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდებას უკრაინის გავლით უზრუნველყოფს. „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ წინააღმდეგ აქტიურად გამოდის აშშ. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ამ პროექტით ევროკავშირის და უკრაინის ენერგოუსაფრთხოებას საფრთხე ექნება.
დღის სიახლეები
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ამერიკული სანქციების გარეშე დასრულდება [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები