დღის სიახლეები
ჩუღურეთის გამგეობა შენობაში შეჭრილ მოქალაქეებს ქირით უზრუნველყოფას სთავაზობს [ვიდეო]
ჩუღურეთის გამგეობა ჩუბინაშვილის 52 ნომერში მდებარე შენობაში შეჭრილ მოქალაქეებს, კერძო საკუთრების დატოვებას და სანაცვლოდ, ქირით უზრუნველყოფას სთავაზობს. ამასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ისაუბრა. ზურაბ ჩიკვილაძის განმარტებით, შენობაში შეჭრილნი არიან ისეთი მოქალაქეები, რომლებსაც იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი აქვთ, მაგრამ თავის დროზე სახელმწიფოსგან ფულადი კომპენსაციებით დაკმაყოფილდნენ. გამგეობამ აღნიშნული ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართები ქირით უკვე მოიძია.
მსგავსი
დღის გადაცემები