დღის სიახლეები
     
        ცდოს საავტომობილო გვირაბში ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
        ცდოს საავტომობილო გვირაბში ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 129-ე კმ-ზე მდებარე ცდოს საავტომობილო გვირაბში მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის დაგების სამუშაოები.
აღნიშნულის გამო, 8 ნოემბერს, 15:00 საათიდან 22:00 საათამდე, იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
მსგავსი
     
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                