ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით 3 847 უბნიდან დათვლილია 84%-ზე მეტი. რომლის მიხედვითაც:
ქართული ოცნება ხმების - 48. 28%-ს იღებს;
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 26.57%;
ევროპული საქართველო - 3.79%
ლელო - 3.25%
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 3.18%
სტრატეგია აღმაშენებელი - 3. 15%
გირჩი - 3.03%
„ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები“ – 1. 38%
„ლეიბორისტული პარტია“ – 1%
დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.
რაც შეეხება თბილისში მაჟორიტარულ ოლქებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით თბილისის ყველა ოლქში მეორე ტური დაინიშნება. თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში შედეგების მიხედვით ამ დროისთვის 50%-იანი ბარიერი გადალახული არცერთ კანდიდატს არ აქვს. თუმცა 8 ოლქიდან შვიდ ოლქში ქართული ოცნების წარმომადგენლები ლიდერობენ და პროცენტული მონაცემები ასეა გადანაწილებული:
ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში მიმდინარეობს დათვლის პროცესი. ზუგდიდში, კახეთსა და ხაშურში ბოლო მონაცემების მიხედვით მეორე ტური იგეგმება.