დღის სიახლეები
ცესკო, კრწანისის საარჩევნო ოლქში, ხმების დათვლას ელექტრონულად გეგმავს [ვიდეო]
2 ოქტომბრის თვითმართველობის არჩევნების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ცესკო ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად, ხმების დათვლას ელექტრონულად გეგმავს. თუმცა ამ არჩევნებზე ახალი პრინციპით ეს მხოლოდ კრწანისის საარჩევნო ოლქში მოხდება. გადაწყვეტილება 19 აპრილის დებულების იმპლემენტაციასთან ერთად მიიღეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ინფორმაციით, კონრეტულ კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც არჩევნების შედეგები ქვეყნის მასშტაბით ელექტრონულად სწორედ მათი ტექნოლოგიების დახმარებით დაითვლება.
მსგავსი
დღის გადაცემები