დღის სიახლეები
ცეცხლის შეწყვეტის შეათანხმების დარღვევაში სომხეთი და აზერბაიჯანი კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ
ცეცხლის შეწყვეტის შეათანხმების დარღვევაში სომხეთი და აზერბაიჯანი კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ტერტერის რაიონის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლის გახსნაში სდებს ბრალს. უწყების ცნობით, საპასუხო ზომების შედეგად სომხეთს აქვს როგორც ცოცხალი ძალის, ისე ტექნიკის დანაკარგი. თავის მხრივ, სომხეთი აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს მარტუნისა და ასკეანის რაიონების დასახლებების დაბომბვაში ადანაშაულებს. ერევანის მტკიცებით, აზერბაჯანი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კასეტურ იარაღს იყენებს. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დეფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ საბრძლო მოქმედებები ფრონტის ხაზის რამდენიმე მიმართულებაზე გრძელდება.
მსგავსი
დღის გადაცემები