აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედებისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ ვიცე-პრეზდენტმა მაიკ პენსმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ის 25-ე შესწორების ამოქმედების გზით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენების წინააღმდეგია. 25-ე შესწორება ვიცე-პრეზიდენტს უფლებას აძლევს, შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობები, როდესაც პრეზიდენტს მოვალეობების შესრულება არ შეუძლია. შესწორების მეოთხე ნაწილი საშუალებას აძლევს ვიცე-პრეზიდენტსა და კაბინეტის უმრავლესობას, პრეზიდენტი ქმედით უუნაროდ გამოაცხადოს. წარმომადგენელთა პალატამ დღეს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციას კენჭი უნდა უყაროს.
დღის სიახლეები
წარმომადგენელთა პალატა დღეს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციას კენჭს უყრის [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები