დღის სიახლეები
წინასაარჩევნო გარემოს ნეგატიურად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები
წინასაარჩევნო გარემოს ნეგატიურად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანია მაღალი პოლარიზების და პარტიების ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართებოდა, რასაც ხელს უწყობდა პოლარიზებული მედია გარემო და სოციალურ მედიაში მიმდინარე მზარდი ანონიმური დისკრედიტაციის საინფორმაციო კამპანიები. გარდა ამისა, სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის ფაქტები, რაც ძირითადად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ ხორციელდებოდა. წინასაარჩევნო გარემოზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ასევე ქვეყანაში არსებულმა ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ.
მსგავსი
დღის გადაცემები