25.11.2024 | 00:02
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
წყლის თოფებით თამაშის შემდეგ "გირჩმა" საზოგადოებას მორიგი სანახაობა შესთავაზა [ვიდეო]

წყლის შესაშხურებელი თოფებით თამაშის შემდეგ „გირჩმა’’ საზოგადოებას მორიგი სანახაობა შესთავაზა. პარტიის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოში ყურადღება ამჯერადაც ნაცადი ხერხით მიიპყრო. იაგო ხვიჩია და სანდრო რაქვიაშვილის აზრი თაკო ჩარკვიანის პარლამენტში შესვლასთან დაკავშრებით ორად გაიყო. დეპუტატები მედიასთან აცხადებენ რომ „გირჩის“ წევრები ამ საკითხზე დანიძლავდნენ. მას შემდეგ რაც თაკო ჩარკვიანმა ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა, ნიძლავი იაგო  ხვიჩიამ მოიგო. დეპუტატები საკანმდებლო ორგანოში ჟურნალისტებს ხინკალზე ეპატიჟებიან.

დღის გადაცემები