დღის სიახლეები
ხარვეზები ბათუმის 19-ე უბნის შემაჯამებელ ოქმებში
სამი საათის განმავლობაში ითვლიდნენ ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში მე-19 უბნის შედეგებს, ბიულეტენების ხელახალი გადათვლა ოლქმა სამართლიანი არჩევნების საჩივრის საფუძველზე გადაწყვიტა. ოლქის თავმჯდომარის განცხადებით, დალუქულ პაკეტებში ზუსტად იმდენი ბიულეტენი და ხმების იმგვარი განაწილება აღმოჩნდა, რაც პაკეტზე იყო მითითებული, თუმცა შემაჯამებელ ოქმში იყო ხარვეზი და ამომრჩვლეთა რაოდენობა არასწორად იყო მითითებული. აღნიშნული ფაქტი საოლქო კომისიის მიერ ტექნიკურ შეცდომად შეფასდა და მეცხრამეტე უბნის თავმჯდოამრეს და მდივანს გაფრთხილება მიეცათ.
მსგავსი
დღის გადაცემები