27.11.2024 | 04:58
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე 7 კმ გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე, ჯამში 7 კმ-ზე  სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო გზა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. პირველი მონაკვეთი სოფ. ახალდაბის ტერიტორიიდან იწყება და სოფ. კორტანეთთან სრულდება, ხოლო მეორე მონაკვეთი სოფ. რველის მახლობლად იწყება და ბორჯომში, დავით აღმაშენებლის ქუჩის #40-მდე გრძელდება.

"რეაბილიტაციის პროექტი, გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობას, 1 ხიდის რეაბილიტაციას, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაციას და ახლების მოწყობას, დახურული სანიაღვრე ქსელის მოწყობას, არსებული ბეტონის საყრდენი კედლების შეკეთებას და გაბიონის ქვედა საყრდენი კედლის მოწყობას ითვალისწინებს. ასევე, ადგილობრივ გზებთან მიერთებების და ადგილობრივი შესასვლელების, მოსახლეობის ეზოში შესასვლელების, ბორდიურების და ტროტუარების, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნებისა და მგზავრების მოსაცდელების, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა განხორციელდება.

ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზა, სატრანზიტო დერეფნის ერთ-ერთ ძირითად შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და სამცხე-ჯავახეთს საქართველოს სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებთან აკავშირებს. ამ გზით, სატრანზიტო ტვირთბრუნვა ხორციელდება და სოციალ-ეკონომიკური თვალსაზრისით, მის გამართულად ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 9.7 მლნ. ლარამდეა. სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის გაზაფხულზე," - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის გადაცემები