24.11.2024 | 21:18
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ხელისუფლება "პატრიოტთა ალიანსს" საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშნვის უფლებას ართმევს [ვიდეო]

ვენეციის კომისიის დასკვნის უგულვებელყოფა და ფაქტობრივად სადამსჯელო სვლა „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ. არჩევნებში ზღურბლ გადალახულ პარტიას საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშნვის უფლებას ართმევენ. სამაგიეროდ ამ შესაძლებლობას ახალშექმნილ ფრაციას აძლევენ, რომელმაც პარლამენტში მარტო დარჩენილ „ქართულ ოცნებას“ ყავარჯნის ფუნქცია შეუსრულა. კონსტიტუციონალისტები საარჩევნო კოდექსში ახალ ჩანაწერს უსამართლოს უწოდებენ.

კანონპროექტის დამტკიცებას "პატრიოტთა ალიანსში" გამოეხმაურნენ, როგორც პარტიის გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი აცხადებს, მათ პარტიას უკანონოდ ართმევენ კომისიის წევრს საარჩევნო ადმინისტრაციაში.

"ისეთ საკანონმდებლო ცვლილებას იღებენ, რომ მხოლოდ ერთადერთ პარტიას- პატრიოტთა ალიანსს ეხება ანუ ცვლილება შედის კონკრეტულად ჩვენი პარტიის წინააღმდეგ, რომელსაც უკანონოდ ართმევენ კომისიის წევრს საარჩევნო ადმინისტრაციაში".
სხვას არც ველოდი, კობახიძის "ქართული ოცნება" არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, სადაც მკაფიოდ წერია, რომ დაუშვებელია კომისიის წევრის წართმევა "პატრიოტთა ალიანსისთვის". არ ითვალისწინებს იმიტომ, რომ აგრძელებს სადამსჯელო ოპერაციას "პატრიოტთა ალიანსის" წინააღმდეგ. სააკაშვილს კი არ ებრძვის, ჩვენ გვებრძვის! ნაცმოძრაობას კი არ უპირისპირდება, ჩვენ დასჯას აგრძელებს! მალე ამ საარჩევნო კანონპროექტს კენჭი ეყრება. წესით, საპარლამენტო ოპოზიცია მსგავს უკანონობას არ უნდა უშვებდეს, მაგრამ უშვებს, თვალს ხუჭავს, ატარებს, თითქოს არაფერი ხდება. ყველა შეკრულია "ქართულ ოცნებასთან", ყველა თავის თამაშს ეთამაშება ოცნებას, ამიტომაც ვართ იქ, სადაც ვართ.
საარჩევნო კომისიაში წევრი გვეკუთვნის ჩვენ, ჩვენ გადავლახეთ ბარიერი, ჩვენი შრომით და ბრძოლით მოვიპოვეთ წევრი საარჩევნო კომისიაში, ეს ყველას ესმის, მაგრამ ძალა აქვს და გჩაგრავს... ძალა აქვს და გართმევს... ჩვეულებრივი რეკეტია"-აცხადებს ირმა ინაშვილი.
დღის გადაცემები