24.11.2024 | 18:32
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ხვიჩა კვარაცხელია: "რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე - მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ"

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ, რომელშიც "ნაპოლიმ" სახლში "მილანის" წინააღმდეგ 1-1 ითამაშა და ტურნირს გამოეთიშა, ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართა.

"რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს. ყველანაირად ვეცდები დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო. ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ! მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები. წინ ბევრი მატჩია, ოცნება გრძელდება!" - დაწერა ხვიჩა კვარაცხელიამ Instagram-ზე.

მატჩის 82-ე წუთზე "ნაპოლიმ" პენალტის შესრულების უფლება მოიპოვა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას დარტყმა მეკარემ მოიგერია.

დღის გადაცემები