დღის სიახლეები
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლის" რეკორდსმენი გახდა
ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" რეკორდსმენი გახდა. საქმე ისაა, რომ ის "აძურის" პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში მინიმუმ 4 საგოლე პასი გააკეთა.
აქამდე, ნეაპოლელთა მაისურით ეს არავის ჰქონდა გაკეთებული. აღსანიშნავია, რომ კვარა ლიონელ მესისთან, დიეგო ჟოტასა და ჟოაუ კანსელუსთან ერთად მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო მეპასეა.
გარდა ამისა, ამავე ტურნირზე ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში მინიმუმ 6 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (2 გოლი და 4 საგოლე პასი).
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლისა" და "აინტრახტის" საპასუხო მატჩი 15 მარტს, ნეაპოლში გაიმართება.
მსგავსი
დღის გადაცემები