24.11.2024 | 20:56
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ხვიჩა კვარაცხელიამ "ჩემპიონთა ლიგაზე" პირველი გოლი გაიტანა, მისი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 17 წლის განმავლობაში ქართველი ფეხბურთელის პირველი გოლია

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი გაიტანა. ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ნაპოლი", სადაც 21 წლის ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, ამსტერდამში სტუმრად "აიაქსს"დაუპირისპირდა.

ნეაპოლის კლუბის ქართველმა ლეგიონერმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მეტოქის კარი კი 63-ე წუთზე აიღო. კვარაცხელიას ანგარიშზე ასევე საგოლე პასია, "ნაპოლიმ" კი შეხვედრა ანგარიშით 6-1 მოიგო და 9 ქულით A ჯგუფის ლიდერია.

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი "აიაქსთან" ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 17 წლის განმავლობაში ქართველი ფეხბურთელის პირველი გოლია.

2005 წლის 23 ნოემბერს ლევან კობიაშვილმა, რომელიც გერმანული "შალკეს" ღირსებას იცავდა, ნიდერლანდურ "პსვ"-სთან ჰეთთრიკი გააფორმა (3:0).

დღის გადაცემები