მიხეილ სააკაშვილი ისევ პოლიტიკური დღის წესრიგის ავანგარდშია. საკუთარი თანაპარტიელების ისტერიულ ტონთან და გამოსვლებთან ერთად, ამას ხელი, მმართველი პარტიის არათანმიმდევრულმა პოლიტიკამაც შეუწყო, თუმცა ეს სხვა საკითხია. ამბობენ, რომ მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი 26-ე დღეა შიმშილობს. "ქართულ ოცნებაში" ამას სპეკულაციას უწოდებენ, "ქართულ ოცნებაზე" გაბრაზებულთა მხარეს კი დამნაშავე სააკაშვილის გმირად ქცევის და მოწამეობრივი პატიმრობის მითებს ქმნიან.
პროტესტის უკიდურესი ფორმა მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში პირველი არ არის, არც სააკაშვილია პირველი პრეზიდენტი, რომელიც განსასჯელის სკამზე დამსახურებულად აღმოჩნდა, თუმცა გამოცხადებული შიმშილის მიზეზი ანალიტიკოსებისთვის გაუგებარია. ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი ამჯერადაც არა იდეალებისთვის, არამედ საკუთარი ვიწრო ინტერესებისთვის იბრძვის.
„პატრიოტთა ალიანსში“ მმართველი პარტის დამაჯერებელი ტონის, რომ გამოცხადებული შიმშილობა საკაშვილის მსჯავრზე გავლენას ვერ მოახდენს, არ სჯერათ. ნანა დევდარიანის განმარტებით სააკაშვილის მოთხოვნები აბსურდულია და შიმშილობას მისი გუნდი ქვეყანში რევოლუციური სცენარისთვის იყენებს. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არა კანონის აღსრულების, არამედ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებისთვის ემზადება.
სააკაშვილის შიმშილის მოტივები აბსურდულია პოლიტპატიმარ ვახტანგ მაისაიასთვისაც. პოლიტოლოგი, რომელმაც თავად გამოსცადა "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის ციხე, მკაცრ პირობებს და სასტიკ მოპყრობას იხსენებს.
ირმა ჭკადუა ამბობს, რომ საქართველოს სამი ინსტანციის და სტრასბურგის სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი ექსპრეზიდენტისგან გამოცხადებული შიმშილის მოტივი გაუგებარია. იურისტი განმარტავს, რომ თუ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს განსხვავებულ პირობებს შეუქმნიან, ეს შესაძლოა სხვა პატიმრებისთვის ადამიანის უფლებათა ევრპული სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი გახდეს.