24.11.2024 | 19:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 2025 წლიდან ყველა კლინიკას, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული, ექნება ვალდებულება, საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ძალიან მალე კლინიკებში მომსახურება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, 2025 წლიდან ყველა კლინიკას, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არის ჩართული, ექნება ვალდებულება, საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს.

"მოგეხსენებათ, გასულ წელს აქტიურად დავიწყეთ კლინიკების მომსახურების ხარისხის გაზრდის კუთხით სხვადასხვა ღონისძიებები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით სტანდარტების განსაზღვრა. დღეს იყო ერთ-ერთი ასეთი. წინა პერიოდში განვსაზღვრეთ რეანიმაციისთვის, მაგალითად, ახლა გვქონდა ქირურგიის სტანდარტი და ეტაპობრივად მივყვებით. ყველა მიმართულებას ექნება თავისი სტანდარტი, როგორც ოთახების მოწყობის, აღჭურვის, ასევე სხვადასხვა კომპონენტების. საბოლოოდ, 2025 წლიდან ჩვენ გვექნება უკვე ვალდებულება, ყველა კლინიკისთვის, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არის ჩართული, საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს. შესაბამისად, აქტიურად მივყვებით იმ გეგმას, რაც ამ მიმართულებით გვაქვს. ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მომსახურება გვექნება კლინიკებში",-განაცხადა აზარაშვილმა.

დღის გადაცემები