ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„ჩვენ მოვუწოდებთ ქვეყნებს, გააგრძელონ ამ მნიშვნელოვანი „კოვიდ-19“-ის ვაქცინის გამოყენება“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა. ევროპული და ბრიტანული რეგულატორების განცხადებით, რომელიც მათ ამ კვირაში გააკეთეს, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის უპირატესობები მის რისკებს აღემატება.
გებრეისუსის განცხადებით, „კოვიდ-19“ მომაკვდინებელი დაავადებაა და „ოქსფორდის“ „ასტრაზენეკას“ ვაქცინას მისი პრევენცია შეუძლია. მისი თქმით, ასევე აუცილებელია იმის გაგება, რომ „კოვიდ-19“-ს დამოუკიდებლად შეუძლია, გამოიწვიოს სისხლის კოლტები და თრომბოციტების დაბალი რაოდენობა. ჯანმო-ს ვაქცინის უსაფრთხოების მსოფლიო საკონსულტაციო კომიტეტის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ჰქონდა „დადებითი სარგებელი-რისკის პროფილი“ და „უდიდესი პოტენციალი“ ინფიცირების თავიდან ასაცილებლად და სიკვდილიანობის შესამცირებლად. ჯანმო-ს 12 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარმა პანელმა ევროპის, გაერთიანებული სამეფოს, ინდოეთისა და ჯანმო-ს გლობალური უსაფრთხო მონაცემები განიხილა.