დღის სიახლეები
ჯანმო - კორონავირუსი ღამურებიდან ადამიანებზე, სავარაუდოდ, სხვა ცხოველების საშუალებით გადავიდა [ვიდეო]
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩინეთის მიერ კოვიდ-19-ის წარმოშობის შესახებ ერთობლივად ჩატარებული კვლევის თანახმად, კორონავირუსი ღამურებიდან სხვა ცხოველზე ხოლო შემდეგ ადამიანზე გადავიდა. მკველვართა აზრით, ეს ვერსია ვირუსის გავრცელების ყველაზე სარწმუნო სცენარია. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა. ექსპერტთა გუნდი კვლევის გაგრძელებას ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის ჰიპოთეზის გარდა ყველა მიმართულებით გეგმავს.
მსგავსი
დღის გადაცემები