დღის სიახლეები
ჯანმო-ს ხელმძღვანელის განცხადებით, მოსფლიო ტოკიოს ოლიმპიადა იმედის ზეიმივით სჭირდება [ვიდეო]
მსოფლიოს ახლა ტოკიოს ოლიმპიადა როგორც იმედის ზეიმი, ისე სჭირდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტედროს გებრეიესუსმა იაპონიის დედაქალაქში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ტოკიოს ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს, რათა მსოფლიომ დაინახოს, რისი მიღწევაა შესაძლებელი „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში, თუ ღონიშძიება შესაბამასი ზომების დაცვით ჩატარდება. გებრეიესუსმა ასევე აღნიშნა, რომ ოლიმპიურ თამაშებს მსოფლიოს გაერთიანების, შთაგონების, შესაძლებლობების ჩვენების ძალა აქვს. ტოკიოში ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყება.
მსგავსი
დღის გადაცემები