24.11.2024 | 19:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ კანადის მთავრობა ჯერ არ განიხილავს უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკების გაგზავნის საკითხს

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ კანადის მთავრობა ჯერ არ განიხილავს უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკების გაგზავნის საკითხს. შესაბამის ინფორმაციას კანადური მედია ავრცელებს.

"ჩვენ განვიხილავთ უკრაინის ყველა მოთხოვნას, თუმცა ჯერ არ ვართ მზად ამისთვის Leopard 2-ის ტანკებთან დაკავშირებით. თუმცა, ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ უკრაინას მივაწოდოთ ყველაფერი, რაც სჭირდება, რათა მათ შეძლონ რუსეთის დამარცხება", – განაცხადა ტრუდომ ჟურნალისტის მიერ ტანკების მიწოდების შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხად.

მანამდე კანადურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა გეგმავს, მიმართოს კანადას Leopard-2-ის ტანკების მიწოდების თხოვნით, თუ გერმანია აღნიშნული ტანკების რეექსპორტს დაუჭერს მხარს.

Leopard 2-ის ტანკები გერმანული წარმოებისაა, ამიტომ მათ რეექსპორტს გერმანიის მთავრობის ნებართვა სჭირდება.

დღის გადაცემები