"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყნეთში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.
კომპანიის ცნობით, პროექტის ფარგლებში ახლით იცვლება 0,8 კმ-ზე მეტი სიგრძის მოძველებული მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები.
"წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წყლის წნევის რეგულატორები მონტაჟდება, ასევე მოეწყობა სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები თებერვალში დასრულდება. შედეგად, წყნეთში, სულხან-საბა ორბელიანისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება წყალმომარაგება.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მომდევნო წლებშიც აქტიურად გააგრძელებს სარეაბილიტაციო პროექტებს თბილისის სხვადასხვა რაიონში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.