დღის სიახლეები
ჯო ბაიდენი: "აბსოლუტურად მჯერა, რომ ახალი ცივი ომი არ იქნება"
ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, რომელიც ჩინეთთან ცივი ომის შესაძლებლობას ეხებოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ იქნება. ამის შესახებ "ბიბისი" წერს.
"აბსოლუტურად მჯერა, რომ ახალი ცივი ომი არ იქნება. არ მგონია, რომ ჩინეთის მხრიდან ტაივანში შეჭრის გარდაუვალი მცდელობა იყოს", - აღნიშნა ბაიდენმა.
ბაიდენმა ასევე თქვა, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა ტაივანთან მიმართებით საერთოდ არ შეცვლილა აშშ-ს სურს საკითხი მშვიდობიანად გადაიჭრას.
დარწმუნებული ვარ ზუსტად გაიგო რაც ვიგულისხმე", - თქვა ბაიდენმა სი ძინპინის შესახებ.
მსგავსი
დღის გადაცემები