24.11.2024 | 22:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრაზე კიბერთავდასხმების საკითხს განიხილავს [ვიდეო]

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ყურადღებით ადევნებს თვალს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც აშშ-ის ბიზნესზე კიბერ თავდასხმაში რუს ჰაკერებს ადანაშაულებენ, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა. მისი თქმით, კიბერ შეტევის საკითხი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი იქნება იმ საკითხებს შორის, რომლებსაც პრეზიდენტი ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავს. შეგახსენებთ, მსოფლიოს უდიდესმა ხორცის გადამამუშავებელმა კომპანია „ჯი-ბი-ესმა“ (JBS-მა) აშშ-ის მთავრობას მიაწოდა ინფორმაცია, რომ კომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან, რამაც ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში ხორცის წარმოება ჩაშალა, დგას კრიმინალური ორგანიზაცია, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთშია განთავსებული.

დღის გადაცემები