დღის სიახლეები
ჯო ბაიდენი - თითქმის 20-წლიანი სამხედრო მისია ავღანეთში 31 აგვისტოს დასრულდება [ვიდეო]
თითქმის 20-წლიანი სამხედრო მისია ავღანეთში 31 აგვისტოს დასრულდება - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. მისი თქმით, ამერიკა რეგიონში არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდა. ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ განაგრძობს ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევას. 2 ივლისს ამერიკელმა ჯარისკაცებმა და ნატოს ძალების წევრებმა ბაგრამის საჰაერო ბაზა დატოვეს. 1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა. თუმცა კონტინგენტის გაყვანისთანავე ავღანეთში სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ თალიბანის შეტევა გაძლიერდა.
მსგავსი
დღის გადაცემები