დღის სიახლეები
ჯო ბაიდენი - პუტინს განვუმარტე, რომ აშშ-ს ესკალაცია არ სურს, მაგრამ მათ ქმედებებს შედეგები მოჰყვება [ვიდეო]
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე სიტყვით პირველად წარსდგა. მისი განცხადებით, მას ჩინეთსა და რუსეთთან კონფლიქტი არ სურს, თუმცა შეერთებული შტატების ინტერესებს ყოველთვის დაიცავს. როგორც ჯო ბაიდენმა აღნიშნა, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან სატელეფონო საუბრის დროს ხაზი გაუსვა, რომ „აშშ კონფლიქტს არ ეძებს.“ ბაიდენმა რუსეთის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს განუმარტა, რომ მოსკოვის ჩარევას აშშ-ის არჩევნებში, ისევე როგორც მთავრობასა და ბიზნესზე კიბერ თავდასხმის განხორცილებას შედეგები მოჰყვება, მაგრამ ვაშინგტონი ესკალაციას არ ცდილობს.
მსგავსი
დღის გადაცემები