დღის სიახლეები
ჯო ბაიდენი რუსეთთან დადებული სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულების 5 წლით გაგრძელებას შეეცდება [ვიდეო]
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთთან დადებული სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ახალი ხელშეკრულების 5 წლით გაგრძელებას შეეცდება, - შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ გააკეთა. სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ახალი ხელშეკრულება როგორც აშშ-ს, ასევე რუსეთს 1 550-ზე მეტი სტრატეგიული ბირთვული ქობინის განთავსებას უკრძალავს. ის ასევე სახმელეთო და წყალქვეშა რაკეტებისა და ბომბდამშენების განთავსების შეზღუდვასაც ითვალისწინებს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2021 წლის 5 თებერვალს იწურება, იმ შემთხვევაში, თუკი მხარეებმა მისი კიდევ ხუთი წლით გახანგრძლივების გადაწყვეტილება არ მიიღეს.
მსგავსი
დღის გადაცემები