დღის სიახლეები
ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შესაძლოა ივნისში გაიმართოს [ვიდეო]
აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა შესაძლოა ივნისში გაიმართოს. ვლადიმერ პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის თარიღის შესახებ ზუსტი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის წინადადება შეხვედრის შესახებ კრემლში დადებითად მიიღეს. აპრილში, სატელეფონო საუბრის დროს ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში ორმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა.
მსგავსი
დღის გადაცემები