ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის საბოლოოდ გამოსვლის პროცესი პირველ მაისს დაიწყება და 11 სექტემბრისთვის დასრულდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საგანგებო მიმართვისას განაცხადა. ბაიდენის თქმით, ის იქნება პრეზიდენტი, რომელიც ყველაზე ხანგრძლივ ომს დაასრულებს. თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ აშშ-მა ავღანეთში მის მიზანს 10 წლის წინ მიაღწია, როდესაც ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია განხორციელდა, ამის შემდეგ კი, უკანასკნელ 10 წელში, ავღანეთში აშშ-ში დარჩენის მიზეზი სულ უფრო ბუნდოვანი გახდა. ბაიდენმა ყურადღება ქალთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით ავღანეთში არსებულ მდგომარეობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამერიკული კონტინგენტის გასვლის შემდეგ, ქვეყანაში ქალთა უფლებების მხარდასაჭერად ჰუმანიტარული და განვითარების კუთხით დახმარება გაგრძელდება.
დღის სიახლეები
ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გამოყვანა გამოაცხადა [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები