ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მომავალი კაბინეტის რამდენიმე წევრი დაასახელა. ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ტონი ბლინკენი წარადგინა, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, 2013 -2015 წლებში კი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე იყო. კლიმატის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი იქნება და ეროვნული უსაფრთხოების გუნდში იმუშავებს. ბაიდენმა დაზვერვის სამსახურის უფროსად 51 წლის ავრილ ჰაინესი წარადგინა, რომელიც ამ თანამდებობაზე პირველი ქალი იქნება. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლად ჯო ბაიდენმა ჯეიკ სალივანი წარადგინა, რომელიც ამ პოსტზე წარდგენილი ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატია, გაერო-ში ამერიკის ელჩად კი ბაიდენმა ლინდა ტომას გრინფილდი დაასახელა. წარდგენილი კანდიდატებიდან რამდენიმეს დასამტკიცებლად სენატის თანხმობაა საჭირო.
დღის სიახლეები
ჯო ბაიდენმა მომავალი კაბინეტის რამდენიმე წევრი დაასახელა
მსგავსი
დღის გადაცემები