24.11.2024 | 22:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ჯო ბაიდენს გამარჯვებისთვის - 6, ტრამპს კი - 56 ხმა სჭირდება

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო კომისიებს 5 შტატის მონაცემები აქვთ დასათვლელი. ჯერჯერობით უცნობია, რომელი კანდიდატის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი ნევადის, ალასკის, პენსილვანიის, ჩრდილოეთ კაროლინისა და ჯორჯიის მოსახლეობამ. შესაბამისად, ჯერ კიდევ გაუკვეველია, ვინ მიიღებს ამომრჩეველთა კოლეგიის 60 ხმას. ბაიდენს გამარჯვებისთვის 6, ტრამპს კი 56 ხმა სჭირდება.

 

ამ დროისთვის, ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებით ჯო ბაიდენი ლიდერობს. დემოკრატიული პარტიის კანდიდატს 264 ხმა, მოქმედ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს კი 214 ხმა აქვს. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი  საარჩევნო კოლეგიიდან, სულ მცირე, 270 ხმას მოიპოვებს. დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბმა მიჩიგანის შტატში ხმების დათვლის შეჩერების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

დღის გადაცემები