დღის სიახლეები
ჯოზეფ ბორელი - მივესალმები სახელმწიფო მდივან ბლინკენის პასუხს რუსეთის უსაფრთხოების წინადადებებზე [ვიდეო]
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აშშ-ის მიერ რუსეთის უსაფრთხოების წინადადებებზე წერილობითი პასუხის გადაცემას მიესალმება და რუსეთს ამ პასუხის მიღებისკენ მოუწოდებს. „მივესალმები სახელმწიფო მდივან ბლინკენის წერილობით პასუხს რუსეთის უსაფრთხოების წინადადებებზე. დიპლომატიური გზა ერთადერთ გრძელვადიან გადაწყვეტას სთავაზობს უკრაინელ და ევროპელ ხალხს. მოვუწოდებ რუსეთს, მიიღოს ის. ევროკავშირი და აშშ ერთიანი ვართ ჩვენს მიდგომებში“, – წერს ბორელი „ტვიტერზე“.
მსგავსი
დღის გადაცემები