ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებითი 500 მილიონი ევროს ოდენობის (510 მილიონი დოლარი) სამხედრო დახმარება დაამტკიცა. აღნიშნული ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
"ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში, აღნიშნული დახმარების ღონისძიება მიზნად ისახავს, რომ გააძლიეროს ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებისა და სტაბილურობის მიმართ, რათა დაიცვან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესიისგან", - ნათქვამია ევროპის საბჭოს განცხადებაში.
საბჭოს თანახმად, დამატებითი 500 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებით, მთლიანი პაკეტი 2,5 მილიარდ ევროს (2,55 მილიარდ აშშ დოლარამდე) მიაღწევს.
"ევროკავშირი რჩება კონცენტრირებული და მტკიცე მხარდაჭერა აქვს უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება, ჩვენ მათ მივაწვდით. ამ კონტექსტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნები 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების მეხუთე ტრანშის მობილიზებაზე შეთანხმდნენ, რაც 2,5 მილიარდ ევროს სამხედრო აღჭურვილობას შეადგენს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის", - განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა