დღის სიახლეები
ჯოზეფ ბორელმა და სერგეი ლავროვმა ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები განიხილეს [ვიდეო]
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები განიხილეს, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი. ამავე ინფორმაციის თანახმად ბრიუსელსა და მოსკოვს შორის რიგ საკითხებზე უთანხმოება რჩება. კერძოდ, რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საკითხში, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში, ასევე კიბერ, დეზინფორმაციასა და სხვა ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებით.
მსგავსი
დღის გადაცემები