აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთთან ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადასაწყვეტია.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, გვსურს ომის დასრულება, თუ არა დღეს, მაშინ ამ წლის ბოლომდე, რომელიც, რა თქმა უნდა, მალე ახლოვდება. ვფიქრობ, იმის გათვალისწინებით, რასაც ჩვენ ვხედავთ ადგილზე უკრაინაში, ძნელია დავასკვნათ, რომ ეს ომი წლის ბოლომდე დასრულდება. ნებისმიერი დისკუსია იმის თაობაზე, დადგა თუ არა ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკების დრო უკრაინაში ომის დასრულების შესახებ, პრეზიდენტ ზელენსკის გადასაწყვეტია და არა შეერთებული შტატების" - აღნიშნა ჯონ კირბიმ.
"ახლა მიმდინარეობს აქტიური ბრძოლა. ჩვენ მოველით, რომ ეს გაგრძელდება გარკვეული პერიოდის შემდეგაც. არანაირი მინიშნება, რა თქმა უნდა, არანაირი მოლოდინი, რომ წლის ბოლომდე ომი დასრულდება. არცერთი ინდიკატორი ამაზე არ მიუთითებს" - განაცხადა მან.