24.11.2024 | 19:55
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ჯონ კირბი - "რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება არ არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება გაგრძელდეს"

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერის ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-ის მთავრობა არ გეგმავს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს.

"მიგვაჩნია, რომ ეს არ არის საუკეთესო და ყველაზე ეფექტური გზა იმ მიზნით, რომ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება გაგრძელდეს" - განუცხადა კირბიმ ჟურნალისტებს.

მისივე განმარტებით, ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად აღიარებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უკრაინის პოზიციაზე მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუკი რუსეთთან მოლაპარაკებები განახლდება.

შეგახსენებთ, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას არ გეგმავს. ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოებად აშშ–ის მიერ აღიარებულია კუბა, ირანი, სირია და ჩრდილოეთ კორეა.

დღის გადაცემები