ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მცხოვრებთა ნაწილის პროტესტი გრძელდება. პროტესტის ნიშნად პირი კიდევ ორმა ადამიანმა ამოიკერა. ამ ფორმით კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" მუშაობით მიყენებულ ზიანს, უკვე ხუთი ადამიანი აპროტესტებს. მოსახლეობის განცხადებით, "ჯორჯიან მანგანეზი" მათი საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო მიწების ქვეშ მადნის მოპოვების სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც სახლები დაიბზარა, სახნავ-სათესი მიწები კი დაიმეწყრა. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ, რომ კომპანიამ სამუშაოები შეწყვიტოს, ან მათ ზარალი აუნაზღაუროს. კომპანიის ინფორმაციით, მოსახლეობის ნაწილთან შეთანხმება შედგა და ისინი კომპენსაციებს რამდენიმე თვეში სრულად მიიღებენ.
დღის სიახლეები
"ჯორჯიან მანგანეზის" მუშაობით მიყენებულ ზიანს მუშები აპროტესტებენ [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები