"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, დღეს, 10 ოქტომბერს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ნუცუბიძის მე-5 მიკრორაიონის N9ა კორპუსის მიმდებარედ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღსადგენად სამუშაოებს ატარებს, რის გამოც, 15:00 საათიდან გარკვეულ უბნებს წყალმომარაგება შეეზღუდება.
"აღნიშნულ მონაკვეთზე რთული ფარული დაზიანების დასადგენად სადიაგნოსტიკო სამუშაოები ინტენსურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფები. ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოები დღეს, 10 ოქტომბერს 15:00 საათიდან დაიწყება.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 10 ოქტომბერს, 15:00 საათიდან 11 ოქტომბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაჟა-ფშაველას V კვარტლის მე-4 კორპუსს, ნუცუბიძის I, II, IV, V მიკრორაიონებს, ნუცუბიძის ქუჩა N211, 221, 223, ჟღენტის, პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის, მხატვართა, ძოწის, ვარაზის, ფერმწერთა, თვალჭრელიძის, ბანძელაძის, ზარზემის, ა. ტაბიძის, ქვემო აჟარის, კაპანელის, ზაალიშვილის, აფხაიძის, კვაჭაძის, ბიწაძის და კედარის ქუჩებს. შავგულიძის ქუჩა N7, 7ა, მინდელის ქუჩა N 3, 5, სოფელ თხინვალას.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.