24 ნოემბერს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბახტრიონის სატუმბო სადგურზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ტექნიკური სამუშაოები 24 ნოემბერს დღის 12:00 საათიდან დაიწყება, მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება და 25 ნოემბრის 18:00 სთ-ზე დასრულდება.
კომპანიაში განმარტავენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 24 ნოემბერს დღის 12:00 საათიდან 25 ნოემბრის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება.
კერძოდ, შეზღუდვა შეეხება, ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, მცხეთის, ქობულეთის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, ბარნოვის, აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთისა და მიმდებარე ქუჩებს.
ასევე, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, პეკინის, დოლიძის, ჩიქოვანის, კოსტავას, ბოჭორიშვილის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კალანდაძის, ონიაშვილის, ლვოვის, გელოვანის, სხირტლაძის, ზემო ვეძისის, მიცკევიჩის, ბახტრიონის, თამარაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, ბენდელიანის, ფარსადანის, აღმაშენებლის ხეივანს, დიღმის წყლის, როსტევანისა და მიმდებარე ქუჩებს.
მთაწმინდა-კრწანისის რაიონში: ზალდასტანიშვილის, ბოცვაძის, ქიაჩელის, ჭოველიძის, ბაქრაძის, გოგებაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ვარაზის ხევს, ანჯაფარიძის, ჭიაურელის, მელიქიშვილის, კოსტავას I-II შესახვევებს, მედეა (მზია) ჯუღელის, ლარსის, რჩეულიშვილის, ბაშალეიშვილის, გრიბოედოვის, რუსთაველის, ფურცელაძის, ალ. ჭავჭავაძის, მთაწმინდის, ყიფიანის, ქიქოძეს, ბესიკის, შევჩენკოს, ინგოროყვას, ჭონქაძის, ლეონიძის, ლერმონტოვის, ტაბიძის, თარხნიშვილის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილს, სანაპიროს, ბროსეს და მიმდებარე ქუჩებს, ოქროყანას დასახლებას.
პუშკინის, კოტე აფხაზის ქუჩის ნაწილს, იერუსალიმის, ბეთლემის, სამღებროს, ღვინის აღმართის, ორთაჭალის ქუჩის I-V ჩიხებს, აბო თბილელისა და მიმდებარე ქუჩებს.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის, ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს, ბელიაშვილის ქუჩის ნაწილს, დისევის, ლუბლიანას და მიმდებარე ქუჩას.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის და აცხადებს, რომ წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge