24.11.2024 | 23:55
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალურ განცხადება

15 ნოემბერს, თბილისის რამდენიმე რაიონს, საგურამოს სათავე ნაგებობაზე ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო, წყალმომარაგება შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

"15 ნოემბერს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" საგურამოს სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს, რომელიც დღის 13:00 საათიდან დაიწყება, მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება და 16 ნოემბრის დილის 08:00 სთ-ზე დასრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 15 ნოემბერს დღის 13:00 საათიდან 16 ნოემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: გლდანის რაიონში - გლდანის „ა“ მიკრორაიონს, I-VIII მიკრორაიონებს, სოფელ ბერთუბას, გიორგიწმინდას, ხერგიანის, წინამძღვრიშვილის, მარჯანიშვილის, მიქატაძის, გულისაშვილის, მაისურაძის, მებაღიშვილის, შეშელიძის, იპოლიტოვ-ივანოვის, სარაჯიშვილის, ზარზმის, ანდრონიკაშვილის, ქერჩის, ვასაძის, მორეტის, ხიზაბავრის, ხიზანიშვილის, კაჭარავას, ჯანჯღავას, ნანეიშვილის, მეგობრობის, ლიბანის, ანდრონიკაშვილის ქუჩას და შესახვევებს, ყუშიტაშვილის, უწერის, 9 ძმა ხერხეულიძის, გმირ კურსანტთა, ბოჭორიშვილის და მიმდებარე ქუჩებს, თიანეთის გზატკეცილს; ზაჰესში - გრ. ხანძთელის, სხვიტორის და მიმდებარე ქუჩებს.

საბურთალოს რაიონში - ქოშიგორას დასახლებას, ნოზაძის, ხელაშვილის, ფარნავზის, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, ფერაძის, მირიან მეფის, ჯავახიშვილის, სონღულაშვილის, უგრელიძის, კრისტოფერ კასტელის, ფედერიკ მონპერეს, ნიკო ბურის, ბარონ დე ბაის, ჰუგო ჰუბერტის, შერმადინის, ნესტან-დარეჯანის, ტარიელის, ვეფხისტყაოსნის, ცამეტი ასურელი მამის, როსტევანის, შეყლაშვილის, მაჭავარიანის, რჩეულიშვილის, შმერლინგის, ვაშლიჯვრის დასასახლებას, ბენდუქიძის დასახლებას, კვანტალიანის, გოთუას ქუჩებს, ლვოვის, ასათიანის, ტაშკენტის და ბუდაპეშტის ქუჩების ნაწილს, კანდელაკის, ნუცუბიძის N2, თამარაშვილის, ზემო ვეძისის ქუჩას, ვაზისუბნის, ალასანიას და მიმდებარე ქუჩებს. დიდუბის რაიონში: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრს, დიღმის მასივი I კვ-ის N10, 11, 12 კორპუსებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის გადაცემები