დღის სიახლეები
ჯული სტუფტი: "არანაირი შეზღუდვა არ არსებობს რუს მოგზაურებზე. რუს მოგზაურებს შეუძლიათ რეალურად წავიდნენ მსოფლიოს ნებისმიერ საელჩოში, სადაც შეძლებენ განაცხადის შეტანას"
"არანაირი შეზღუდვა არ არსებობს რუს მოგზაურებზე. რუს მოგზაურებს შეუძლიათ რეალურად წავიდნენ მსოფლიოს ნებისმიერ საელჩოში, სადაც შეძლებენ განაცხადის შეტანას", -
ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწემ სავიზო მომსახურებისა და საკონსულო საკითხებში ჯული სტუფტიმ კითხვას, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზია არ გაცემასთან დაკავშირებით უკრაინელი ლიდერების მოწოდებას შეეხებოდა.
ჯული სტუფტთან ინტერვიუს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო პრესის ოფისი ავრცელებს.
ჯული სტუფტი: "რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ დანიშნონ შეხვედრა ნებისმიერი ტიპის ვიზაზე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ამას რეგულარულად აკეთებენ. ასე რომ, ჩვენ მივესალმებით ამას".
მსგავსი
დღის გადაცემები