დღის სიახლეები
ჰეიდი ჰაუტალა ნამახვან ჰესის საწინააღმდეგო პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს [ვიდეო]
ევროპული პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ჰეიდი ჰაუტალა მხარდაჭერას უცხადებს ნამახვან ჰესის საწინააღმდეგო პროტესტს. ფინელმა პოლიტიკოსმა და მწვანეთა პარტიის წევრმა ჰესის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეების მხარდასაჭერი გზავნილი, ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ევროპული პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ მხარს უჭერს საქართველოს მწვანეებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოში, ნამახვან ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. შეგახსენებთ, „ნამახვანი ჰესის“ 100 მეგავატიანი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ღირებულება, 800 მილიონ დოლარს აღემატება. რიონის ხეობის მცველები ხუთ თვეზე მეტია საპროტესტო აქციებს მართავენ და ღამეებს კარვებში ათენებენ.
მსგავსი
დღის გადაცემები